უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების მფლობელებისთვის პირველი მარტიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ამ კატეგორიის მძღოლებისთვის სავალდებულო დაზღვევა ძალაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიზეზით მომხდარი ავარიის შემთხვევაში, მესამე პირის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ქონება დაზღვეული იქნება. სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ სადაზღვევო პაკეტების შეძენა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას 2019 წლიდან ადგილობრივი ავტომფლობელებიც დაექვემდებარებიან.