სამოქალაქო ობიექტების დაზღვევა

2018 წლის მარტიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ნაწილში სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება. კონკრეტული ობიექტის მფლობელი ვალდებული იქნება, რომ მესამე პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება დააზღვიოს. მთავრობის დადგენილება ბოლო წლებში გახშირებულ იმ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება, რომელთა გამო არაერთი მოქალაქე დაზარალდა, დაზარალებულთა ნაწილს კი, ზარალი არ ანაზღაურებია. აუცილებლად დასაზღვევი კომპანიების ჩამონათვალში მხოლოდ ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები არ მოხვდა. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, ვის შეეხება კანონში შესული ცვლილება და რა ეღირება სადაზღვევო პაკეტი.