სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ოპოზიცია ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზებით ინტერესდება.  უმრავლესობა კი აცხადებს, რომ არსებულ შეკითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.