ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი ბაზრობა „თერგის“ ადმინისტრაციის შეხვდნენ
ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი ბაზრობა „თერგის“ ადმინისტრაციის შეხვდნენ

ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი ბაზრობა „თერგის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ირინა ვეკუა აცხადებს, დასუფთავების სამუშაოებს დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება.

ამასთან, მისივე თქმით, ადმინისტრაციაც და შემოსავლების სამსახურიც მზად არიან, დაზარალებულებს ყველანაირად დაეხმარონ.

„რაც შეიძლება სწრაფად მოხდება დასუფთავება და ალბათ სამი კვირა დასჭირდება ტერიტორიის აღდგენას. ამჟამად გამოგვიყოფენ დროებით ადგილს და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით. განადგურებულ ადამიანს, ვიღაც სიტყვას წააშველებს, მაინც ხომ რაღაცას ნიშნავს. ყველანაირად ხელს შეგვიწყობენ. გვერდით რომ ბანკია, იმ ტერიტორიაზე გადავალთ“, – განაცხადა ირინა ვეკუამ.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.