სატვირთო ავტომანქანის დაკავება

პოლიციამ პარტია „ევროპული საქართველოს“ ორი წევრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, კობა ზაქარეიშვილი და მძღოლი, ბესო შავაძე სატვირთო ავტომანქანით იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა, მანქანა კი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა. ირმა ნადირაშვილის და ოთო კახიძის თქმით, სატვირთოთი გადაჰქონდათ დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტები.