სატრანსპორტო პროექტები თბილისში

მერია თბილისში საცობების შესამცირებლად და სატრანსპორტო მოძრაობის მოსაწესრიგებლად ახალ პროექტებს იწყებს.

საუბარია ყველაზე პრობლემური და გადატვირთული კვანძების მოწესრიგებაზე და მანქანების მოძრაობის მიმართულების შეცვლაზე. მათ შორის იგულისხმება ქეთევან წამებულის და მოსკოვის გამზირი, გაგარინის მოედანი, ვარკეთილი, მარშალ გელოვანის გამზირი. მითითებულ მონაკვეთებზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფრო მეტად მოსარგებად ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც იგეგმება. ასევე გეგმაშია ტექნოლოგიური სიახლე, ანუ „ფეისბუქ“ აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებით მოქალაქეები საცობებზე ინფორმაციას რეალურ დროში მიიღებენ.