„კორპორაციული კლიენტებისთვის შეთავაზებული ინტერნეტის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიკური პირებისათვის“- ამის შესახებ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ისაუბრა. უჩა სეთურის თქმით, კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა მათთვის ხშირ შემთხვევაში მომსახურების საფასური მიუღებელია. მისი განმარტებით, დიდ ქალაქებში ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების კონკურენცია ნაკლებია, რაც მომსახურების მაღალ ფასებს განაპირობებს.