ინტერნეტმმართველობის ფორუმი

ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი – GeoIGF 2022 – ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება 20-მდე თემატურ სესიას და გამოსვლას აერთიანებს. აღნიშნული საქართველოს ინტერნეტსივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აერთიანებს. მონაწილეობის მხრიდან ყურადღება გამახვილდება კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებებზე. აღნიშნული ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის კოორდინაციით ტარდება.