ბრიტანელი ექსპერტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგებზე საუბრობს. ჯოზი სეფტონის თქმით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად მაღალია, რაც ქართველ აბონენტებს დაბალი მოცულობისა და სიჩქარის პაკეტებით სარგებლობას ან პრემიუმ ფასების გადახდას აიძულებს.
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ ქართველ მომხმარებლებს ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომმომსახურებებით სარგებლობა.