სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სომხეთ-შტატების ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განხილვის თემა იყო რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებიც.