სასწავლო ჟურნალის პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების სასწავლო ჟურნალის, „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მოეწყო. მიწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ისტორიები და გაეცნენ ხარაგაულის წარსულსა და აწმყოს. სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ ჟურნალის რესპონდენტები ხარაგაულიდან. „გზავნილი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალია. ის უკვე 10 წელია არსებობს და ემსახურება სტუდენტების პრაქტიკულ დაოსტატებას. „გზავნილის“ ფარგლებში თსუ-ის სტუდენტებს უკვე მომზადებული და გამოცემული აქვთ 30 ჟურნალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე.