„სასწაულის ძიებაში“ - ქართველ ხელოვანთა გამოფენა

„სასწაულის ძიებაში“ – ამ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები ხვალიდან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოიყრის თავს.

ექსპოზიციაზე 11 ხელოვანის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ნახატები, ფოტოები, ვიდეო-ინსტალაციები და კერამიკული ნაკეთობები. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი პირველად ნახავს მამუკა ცეცხლაძის მიერ 90-იან წლებში დახატულ ტილოებს, რომლებიც კერძო კოლექციებიდან მოიძიეს. ნამუშევრებს საერთო კონცეფცია აერთიანებს, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი.