საქართველოში აგრობარათების დარიგების პროცესი გრძელდება. 20 მაისიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა „ლიბერთი ბანკის“ აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისთვის; დარიცხული ქულებით ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში შეუძლიათ.
სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი აგრობარათების დარიგების პროცესს თელავის მუნიციპალიტეტში გაეცნო.