საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სასულიერო პირები, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე დაარსდა.