„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი ხელისუფლებას ტურიზმის სექტორის აღსადგენად დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მათთვის კურორტების გახსნის კონკრეტული თარიღი უცნობია, რაც სექტორს კიდევ უფრო მეტ დაბრკოლებას უქმნის. მისივე თქმით, სასტუმროებმა წინასწარი ჯავშნის მიღება უნდა დაიწყონ. როგორც ფედერაციის დამფუძნებელი განმარტავს, მათ მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციებით არაერთხელ მიმართეს.