სასტუმრო „ლეოგრანდს“ ამ დრომდე სამართალდამცველები აკონტროლებენ - რა ეტაპზეა გამოძიება
სასტუმრო ლეოგრანდის მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთამდე სამართალდამცველები აკონტროლებენ. ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მომხდარიდან, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, უკვე თითქმის 40 საათი გავიდა, თუმცა ისევ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.
ამ დროისათვის გარკვეული მხოლოდ ის არის, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სწორედ სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო, 100 ლარით დაჯარიმდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შენობაში უსაფრთხოების წესები მაინც დაუცველი დარჩა. სასტუმროს მენეჯმენტი მომხდარს მხოლოდ გუშინ გვიან საღამოს გამოეხმაურა.
ლეოგრანდის იურისტის განმარტებით, ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმედა დარსალია მუშაობს ბათუმში – ბოლო ინფორმაცია #მოამბეში.