11 დაღუპული და 21 დაშავებული - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქვეყანაში ორშაბათს გლოვა გამოცხადდება

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ქვეყანაში ორშაბათს გლოვა გამოცხადდება. 11 დაღუპული და 21 დაშავებული. ასე დასრულდა გუშინდელი ღამე სასტუმრო ლეოგრანდში.

თვითმხილველები და სიკვდილს გადარჩენილები გასულ ღამეს “მოამბესთან” იხსენებენ. თუმცა, ზუსტად რა მოხდა, დეტალური ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.  მხარეები ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

მერაბ წულუკიძე მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში ტრაგედიის ადგილზე.