საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში” უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – ბოლო ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან 

18:09, 25.11.2017

სასტუმრო ლეოგრანდში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო და გაუმართავი იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ამ წუთამდე ახალი ცნობები ისევ არ ვრცელდება.  დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა არც “ლეოგრანდის” მენეჯმენტის მხრიდან.

ხანძარს წუხელ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 21. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

მერაბ წულუკიძე მომხდარის წუთიდან მუშაობს ტრაგედიის ადგილზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის ბათუმიდან.

მსგავსი