განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლის საერთაშორისო ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს არის საფრანგეთის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იტალიაში, ეს გულისხმობს აღნიშნულ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას.
განათლების საერთაშორისო ცენტრი შერჩეულ სტუდენტებს აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სწავლას 10 000 აშშ დოლარით დაუფინანსებს. სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.