„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტს აგრარულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს
პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.
პირველი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, საბანკო და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ამ წუთებში კი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს.
კანონპროექტი კონსტიტუციის ჩანაწერს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა არ შეუძლიათ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ უცხოელებს, შესაძლოა, მათ საკუთრებაში არსებული მიწების დამუშავება დაავალდებულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ სანქციები დაწესდეს.