ბოლო პერიოდში რუსთავში სასმელი წყლის მიწოდების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. სხვადასხვა მიზეზით, ქალაქს სასმელი წყალი ცხელი ზაფხულის პერიოდში რამდენიმე დღითაც კი უწყდება. დღეს მთელი რუსთავი წყლის გარეშე 12 საათის განმავლობაში დარჩა. რუსთავის მერმა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით დღეს სემეკს წერილობით მიმართა. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ მანამდე მას რამდენიმე დახურული შეხვედრა ჰქონდა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან, თუმცა უშედეგოდ. GWP-ის რუსთავის სერვისცენტრში მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. სემეკი-ს თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა გადაუდებელი საჭიროებებისთვის, აქტიური სამუშაოები მიმდინარე წელს განხორციელდება.