სასმელი წყლის პრობლემა

სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შუქრუთსა და პერევისაში მოსახლეობა სასმელად უვარგის და დაბინძურებულ წყალს იღებს.

ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ წყალს მარგანეცი ერევა, რის გამოც მას საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვისაც კი ვერ იყენებენ. ამ ვარაუდს კატეგორიულად გამორიცხავს ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა კარსტული წყლის შერევის ფაქტს ადასტურებს.

განმარტებების გაკეთება დღეს „ჯორჯიან მანგანეზიდანაც“ გახდა საჭირო.