სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება სრულდება

ახალი სასწავლო წლიდან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

განახლდება წიგნების როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური მხარე – წონა შემცირდება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადდება.

რაც შეეხება შინაარსს, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, აქცენტი გაკეთდება არა ტექსტის დამახსოვრებაზე, არამედ მისი გააზრების უნარზე.

გრიფირების დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება.