თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლა სკანდალში ეხვევა.
ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ-ბრიტანულ აკადემიას მე-7 კლასის მოსწავლის ოჯახი სასამართლოში უჩივის და 7 წლის განმავლობაში გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლის მშობელმა შვილის სხვა სკოლაში გადაყვანის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სასწავლებლის ინგლისურენოვანი პროგრამა საქართველოში აღიარებული არ არის. შესაბამისად 12 წლის მოზარდს, საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრეს.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა დეტალებს.