საშობაო ლიტურგია ტარდება აჭარის ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არის.
ტრადიციულად, მრევლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ტაძარში იყრის თავს. ხვალ დილიდან სწორედ ამ ადგილიდან დაიწყებენ ალილოს მსვლელობას ქრისტეს მახარობლებიც.