საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტესშობას აღნიშნავს. ამ დღის განუყოფელი ნაწილია ალილო. საზეიმო მსვლელობა 14 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ქრისტეშობის მახარობლები პრეზიდენტის სასახლეს, პარლამენტს, მერიას, საკრებულოსა და საპატრიარქოს ეწვევიან. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება.