საშობაო ალილოს პირველი გაჩერება საქართველოს პარლამენტი იყო, სადაც მეალილოეებს პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოს სახელით საშობაო ნობათი გადასცეს. შალვა პაპუაშვილმა შობის დღესასწაული სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მშვიდობას დაფასება და გაფრთხილება სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.