ყოველ 7 იანვარს, დედაქალაქის ქუჩებში ქრისტესშობის მახარობლები ჩნდებიან. ალილო, რომლის ტრადიციაც პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა, მრევლს, სასულიერო პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს. საშობაო მსვლელობა დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მეალილოეები მანამდე პარლამენტს, თბილისის საკრებულოს და საპატრიარქოს ესტუმრნენ.
კესო ქაფიანიძე სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში.