საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღეს ტრადიციული საშობაო ალილო იმართება. მსვლელობა ცოტა ხნის წინ ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. ალილოს მონაწილეები გზად ნობათსა და ტკბილეულს აგროვებენ. საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეზღუდული იქნება.
ნათია ქენქაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.