სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა. ნიკოლოზ შარაძემ, აშშ-ის ელჩს და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო და სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბათუმში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი, სუფსაში საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა მოინახულეს, ასევე, „აილენდ“ კლასის მცურავი საშუალებით, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.