საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასჯელს ჯერ ფსიქიკურ კლინიკაში მოიხდის, შემდეგ კი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. სხდომაზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა საბოლოო სიტყვით. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.