მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში პირველი განაჩენი დადგა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ეპიზოდში მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია სააკაშვილის მიერ 2008 წლის 24 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ. სასამართლომ გაიზიარა გამოძიების ვერსია, რომლის მიხედვით კუდის ექს-მაღალჩინოსნების შეწყალება პრეზიდენტის დონეზე ჯერ კიდევ მათ დაკავებამდე იყო გადაწყვეტილი.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება სააკაშვილს 2014 წლის ნოემბერში წაუყენეს. სასამართლო განხილვის დროს ჩვენებები გახმაურებული დანაშაულისთვის გასამართლებულმა პირებმაც მისცეს.