შეფასებები სააკაშვილის საქმეზე

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ. პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. საკითხზე კომენტარები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და პოლიტიკური განცხადებებისგან ისინი თავს იკავებენ.