თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ორბელიანების სასახლეში ბრიფინგით ეხმაურება. კომისიის ყოფილი წევრების შეფასებით, სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უხეშად ჩაერია და მას სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო. შეგახსენებთ, სასამართლომ გუშინ დააკმაყოფილა კონკურსში მონაწილე მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი და პრეზიდენტის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა და მას ნებისმიერი სახით, 5 თვის განმავლობაში ახალი წევრის დანიშვნა აუკრძალა.
მანანა დევაძე გვეტყვის დეტალებს. #მოამბე