სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შესრულება- NGO-ების ანგარში
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას აფასებს. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ხუთ საკითხს მოიცავს: იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონმდებლობაში იმ კრიტერიუმების არარსებობას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს.
დოკუმენტში შეფასებულია პასუხისმგებელი უწყებების ერთ-წლიანი საქმიანობა.
ანგარიშის პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ესწრებოდა.