სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შესრულება- NGO-ების ანგარში

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას აფასებს. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ხუთ საკითხს მოიცავს:  იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონმდებლობაში იმ კრიტერიუმების არარსებობას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს.

დოკუმენტში შეფასებულია პასუხისმგებელი უწყებების ერთ-წლიანი საქმიანობა.

ანგარიშის პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ესწრებოდა.