ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციის გარშემო მმართველი გუნდი ოპონენტების და მესამე სექტორის წინადადებებს ისმენს.
საუბარია მესამე პუნქტზე, ანუ სასამართლო სფეროს რეფორმირებაზე, რომელიც ბოლო წლებია ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის სამიზნეა. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს იმ წინადადებების განსახილველად შეიკრიბა, რომლებსაც ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები სთავაზობენ. ძირითადი აქცენტი მოსამართლეების არჩევის წესზე და იუსტიციის საბჭოში ძირეული ცვლილებების გატარებაზე კეთდება. თუმცა, „ქართული ოცნება“ მთავარ პრეტენზიას, ანუ ე.წ. კლანთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ იღებს და ოპონენტების მიერ ინიცირებული ცვლილებების გათვალისწინებას კონკრეტული პირობებით და მიდგომებით აპირებს. პროცესში ჩართული მხარეები არ მალავენ, რომ სასამართლო რეფორმირების მიზნით შექმნილ ჯგუფში ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა ყველაზე მეტად უჭირთ.
გიორგი კობერიძე ადევნებდა თვალს სამუშაო ჯგუფის დღევანდელ დისკუსიას.