სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები მოსამართლეობის მსურველების შერჩევასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.
სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შედიან.
პროტესტის ნიშნად განხილვის პროცესს არასამთავრობო სექტორი არ ესწრება.