მართლმსაჯულების მე-4 ტალღის ფარგლებში კანონპროექტი უკვე მზად არის.
რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ მისი ინიცირება პარლამენტში უახლოეს დღეებში მოხდება და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიამდე ის კანონის სახეს მიიღებს. კანონპროექტის მიხედვით, რეფორმები გატარდება იუსტიციის სკოლაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და განისაზღვრება მოსამრთლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. ოპოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს და აცხადებს, რომ მათი ინიციატივების ნაწილი მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა. „ქართული ოცნება“ კი ოპონენტებს ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის პოზიციას ახსენებს, რაც მათი თქმით ადასტურებს, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.