რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი განახლდა. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, სხდომაზე დღეს მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები გამოიკითხებიან. გუშინ სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის, აითაჯის კლასელებმა მისცეს. ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოზარდს ნიშნობის ჩაშლა სურდა და დედის ეშინოდა. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს პროკურატურა.