სასამართლო გაიმართა ბათუმში დაკავებული ერთ-ერთი პირის საქმეზეც. მას 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება.
კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. სამართალდამცველებმა აქციაზე ბათუმში, გუშინ სულ სამი მოქალაქე აიყვანეს.