ბათუმში ერთ-ერთი დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო გაიმართა

15:06, 09.11.2019

სასამართლო გაიმართა ბათუმში დაკავებული ერთ-ერთი პირის საქმეზეც. მას 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება.

კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. სამართალდამცველებმა აქციაზე ბათუმში, გუშინ სულ სამი მოქალაქე აიყვანეს.

მსგავსი