სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე გურამ რჩეულიშვილის საბოლოო სიტყვას ელოდება
საქალაქო სასამართლო ცენტრ-პოინტის საქმეზე გურამ რჩეულიშვილის საბოლოო სიტყვის მოლოდინშია. დღეს სასამართლო სხდომა ვერ შედგა. მიზეზი კი, ადვოკატების გამოუცხადებლობა იყო.
სხდომები დაცვის მხარის მოთხოვნით ორი თვის განმავლობაში ვერ იმართებოდა. იმისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, კომპანიამ უნდა შეარჩიოს ინვესტორი, რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს გააგრძელებს.
ამ დრომდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია M2-თან, თუმცა დაზარალებულებს ჯერ კონტრაქტი არ დაუდიათ. გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, ობიექტების შესწავლა დასრულდა და ახლა ცენტრ-პოინტი ინვესტორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების მოლოდინშია.