სასამართლო 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე სოსო ბაჯელიძემ ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ბრალდებულის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცლა გირაოთი ითხოვა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და დაკავებული 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.
ამ წუთებში სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.