სასამართლო 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე სოსო ბაჯელიძემ ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ბრალდებულის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცლა გირაოთი ითხოვა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და დაკავებული 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

ამ წუთებში სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.