საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია, 2022 წლის მაისში დაიწო და 2023 წლის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, 850 მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს. რეაბილიტაციის ფარგლებში ეზოს კეთილმოწყობაც იგეგმება, კომპლექსს შეემატება ახალი, ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანიც.