24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად თითქმის 49 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები უკვე დასრულდა თავად თეთრიწყაროში, სადაც დეკემბრიდან მოსახლეობას წყალი უწყვეტად მიეწოდება. პროექტით, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება, მოიცავს მიმდებარე სოფლებსაც, სადაც წყლის პრობლემა აღარც ზაფხულში უნდა იყოს.