გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გზის ჩავარდნა კოლექტორის დაზიანებამ გამოიწვია.
კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია კი 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 650 ათასი ლარია.