ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათისა და სამრეკლოს ჯვრების ჩამოსხმის პროცესი დასრულებულია.
ჯვრების დამზადების პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით მიმდინარეობდა. პარალელურად, დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე კი საპროექტო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, ალავერდის ტაძარი 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ დააზიანა.