კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
საუბარია 7 კილომეტრის მონაკვეთზე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო ტროტუარი და ბორდიური.
მუშაობის შედეგს დედაქალაქის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო.